მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: ხალხის სიმცირიდან გამომდინარე, ისინი ვერანაირ მუხტს ვერ ასწევენ
“ხალხის სიმცირიდან გამომდინარე, ისინი ვერანაირ მუხტს ვერ ასწევენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“როგორიც უნდა იყოს ეს მუხტი, ჩვენი სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებები, რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზე არიან, ფლობენ აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას და არ დაუშვებენ, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარის გათამაშების საშუალება მივცეთ რადიკალურ დაჯგუფებებს”, – განმარტა მაჭავარიანმა.