თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფელ ერგესა და კაპრეშუმში სოციალური სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

“სოფელ კაპრეშუმში, 9 სართულიან, თანამედროვე სტანდარტების, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლში, 90 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას. ამ ეტაპზე შენობის აშენება დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.

სოფელ ერგეში 11 სართულიანი სოციალური სახლი შენდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ამ ეტაპზე აშენებულია შენობის სამი სართული. ახალ სოციალურ სახლში 121 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია 4 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც ბინები გადაეცათ 112 ეკომიგრანტ ოჯახს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები