“შვედეთს უნდოდა, ქართული ხელისუფლება მათი არჩევანით ყოფილიყო განსაზღვრული, ქართველი ხალხის არჩევანი მათთვის არაფერს წარმოადგენს” – წილოსანი

“შვედეთმა, კანადამ თქვეს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დროებით თავს შეიკავებენ. რას ამბობს ეს განცხადებები?”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, “შვედეთს უნდოდა, რომ ქართული ხელისუფლება მათი არჩევანით ყოფილიყო განსაზღვრული, ქართველი ხალხის არჩევანი მათთვის არაფერს წარმოადგენს”.

„ამ ყველაფრის მეორე ნაწილია, მათ რატომ აწყობთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის “ხელისუფლებაში დაბრუნება? – ალბათ, არავის აქვს ილუზია, რომ შვედეთს ან სხვა ქვეყნებს პერსონალურად უყვართ მიხეილ სააკაშვილი, მელია ან ელისაშვილი. რა თქმა უნდა, მათ თავიანთი ზეგავლენა და გავლენა უყვართ ქვეყნის შიდა აგენტებზე და ვითომ პოლიტიკოსებზე, ვინც ერთმნიშვნელოვნად დავალებებს ასრულებს. სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიაც ამ არჩევანზე წარიმართა, ქართველი ხალხი რას უჭერს მხარს, მხარს უჭერს ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულ პარტიას თუ გარედან დირექტივებით მართულ ოპოზიციას“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები