“მალე გავასაჯაროებთ” – გვარამია ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების სქემა გაშიფრა
“მალე გავასაჯაროებთ”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “არჩევნების გაყალბების სქემაზე” საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კოალიციას მტკიცებულებები ყველგან აქვს.
“ერთადერთი, რასაც გეტყვით, ისაა, რომ ხომ უნდოდათ მტკიცებულებები და სქემის გახსნა. სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მტკიცებულებები ყველგან გვაქვს. მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა საზოგადოებას. მალე გავასაჯაროებთ”, – განმარტა გვარამიამ.