“ხალხი, ოპოზიცია, პრეზიდენტი, დასავლეთი – ამ პროცესში ყველა ერთად უნდა ვიდგეთ” – ხათუნა სამნიძე
“ერთმანეთის გარეშე არაფერი გამოვა. ხალხი, ოპოზიცია, პრეზიდენტი, დასავლეთი – ამ პროცესში ყველა ერთად უნდა ვიდგეთ”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს.
“დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მრავლობით რიცხვში, თუ რა ვქნათ ერთად და, ასევე, რა არის ჩვენი გეგმა იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი არ გამოვა. ხალხი, ოპოზიცია, პრეზიდენტი, დასავლეთი – ამ პროცესში ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. გამოსავალი არსებობს, ამას სჭირდება დაუღალავი, თანმიმდევრული ბრძოლა და არა – დაღლა ან ერთმანეთზე გადაბრალება”, – განაცხადა სამნიძემ.