გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შემოვა, უფრო უკეთესად წავა საქართველოს საქმე, თუმცა მათი გადასაწყვეტია

მსოფლიოში ჯერ არავის გამოუგონია ისეთი ფორმულა, რომ წაგებული პარტიების კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდეს, ამას ვერც ვერავინ გამოიგონებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევა, კიდევ უფრო უკეთესად წავა საქართველოს საქმე, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია.

“პარლამენტში შემოვლენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია. მათ რომ პარლამენტში შესვლა სდომოდათ, მაშინ სხვანაირად მოიქცეოდნენ წინა ოთხი წლის განმავლობაში. თუ არ შემოვლენ, კიდევ უფრო უკეთესად წავა საქართველოს საქმე, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. არჩევნებამდე თავად ოპოზიცია, ზურაბიშვილი, საერთაშორისო ექსპერტები, მათი მხარდამჭერი შიდა ექსპერტები საზოგადოებას უდასტურებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნები სანდოა და მოუწოდებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. რომ წააგეს, ახლა რატომღაც ვერავის ვეღარ მოედავნენ და უნდათ, რომ შეედავონ ელექტროსისტემას. ეს მათი დღის წესრიგია. რაში მდგომარეობას მათი ტრაგიკომედია? – ახლა ითხოვენ, რომ არჩევნები არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს, არამედ მათმა პატრონებმა. პირდაპირ ამბობენ – ხელისუფლებაში მოვალთო. მსოფლიოში ჯერ არავის გამოუგონია ისეთი ფორმულა, რომ წაგებული პარტიების კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდეს, ამას ვერც ვერავინ გამოიგონებს“,-განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები