“მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
იოსელიანის თქმით, ამომრჩეველს გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიეწოდება.
“საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია”, – განმარტა იოსელიანმა.