“თბილისზე რომ აპელირებენ, შევხედოთ – “ქართულმა ოცნებამ” აქ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს” – პაპუაშვილი

“თბილისზე რომ აპელირებენ, შევხედოთ ერთი, თბილისმა რომ უარი უთხრა ოპოზიციურ პარტიებს და აქ “ქართულ ოცნებას” როგორი გაუმჯობესებული შედეგები ჰქონდა. შევხედოთ თბილისის მაჩვენებელს – “ქართულმა ოცნებამ” 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაუჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს.

“ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს. ჯამურად, ოლქების მიხედვით საშუალოდ 21% გვაქვს დამატებული ხმა ყველა ოლქში, თბილისში ყველა ოლქში გვაქვს მატება და ოპოზიციას იცით, რომ ზოგადად საქართველოში კლება აქვს. შევხედოთ, ვინ მოიგო თბილისი, “ქართულმა ოცნებამ” 263 000 ხმა აიღო თბილისში და იმის შემდეგმა პარტიამ აიღო 90 000 ხმა. ანუ 170 000 ხმით მეტი ავიღეთ თბილისში, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ. რაც შეეხება დაჯამებებს, ძალიან რომ უყვართ, ისიც ჰკითხეთ, “პატრიოტთა ალიანსის” 2%-ს როგორ იმატებენ? ეგ გვაინტერესებს, ანუ რისი თქმა უნდათ, მათი არის ეს ხმები? და სხვა პარტიებს რომ ჩახედავენ და რომ იმატებენ ხოლმე, კალკულატორი მაგ მხრივ ძალიან კარგად უყვართ. დაჯამება რომ სდომებოდათ, ყველა ეს ოპოზიცია ერთად გამოვიდოდა, აი, იქ დავეჭიდებოდით და მერე შეხედავდნენ, რას ეტყოდა ქართველი ხალხი. ასე რომ, თუ დაჯამება უნდოდათ, მანამდე ეფიქრათ, ახლა, შეირგონ ის შედეგი, რომელიც მათ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები