ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.
ორბანის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოში სამთავრობო დელეგაციაც ჩამოვიდა.
ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.