“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ადგილზე აკვირდებოდა ამ მნიშვნელოვან არჩევნებს არა მარტო გუშინ, არამედ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ თვისობრივად” – საფრანგეთის სენატის წევრი

“ჩვენი სადამკვირვებლო მისია ნამდვილად წარმოადგენდა ერთობლივ ძალისხმევას და სამუშაოს”, – ამის შესახებ საფრანგეთის სენატის წევრმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა.

მან ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წინასწარი ანგარიში წარმოადგინა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ადგილზე აკვირდებოდა ამ მნიშვნელოვან არჩევნებს არა მარტო გუშინ, არამედ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ თვისობრივად. საარჩევნო პროცესის ჩვენი ერთობლივი შეფასება ეფუძნება კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ შეფასებას, რასაც თან ახლავს გრძელვადიანი და თვისობრივი შეფასებების შედეგები, რომელიც ეუთო/ოდირმა განახორციელა.

მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობას საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, რადგანაც იყო 18 კანდიდატი, ასევე აქ გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად და უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა შეძლეს თავისუფლად წარმართვა, თუმცა კამპანიის რიტორიკა და მისი იმიჯები ძალიან დიდი განხეთქილებების შემომტანი იყო”, – განაცხადა პასკალ ალიზარდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები