ეუთოს სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორი: მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში

“მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას”, – ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში და ასევე, გულთბილი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ”, – განმარტა პასკალ ალიზარდმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები