ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ცოტა ხანს გლოვის პერიოდი უნდა ჰქონდეთ

“ცოტა ხანს გლოვის პერიოდი უნდა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“პარლამენტი უფლებამოსილია, რომ მუშაობა დაიწყოს და დაიწყება კიდეც. არ ვიცი, ვინ – რას მოუწოდებს უცხოეთიდან ამ ოპოზიციას, ალბათ კარგი იქნება თუ კვლავ გამოიჩენენ უცხოელები ინტერესს ქართველი ხალხისა და მის მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ და მოუწოდებენ მათ პატივი სცენ ამომრჩეველს. ამომრჩეველმა მათ ხმა მისცა პარლამენტში შესვლაზე და არა ქუჩაში ტირილის გამართვაზე. საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცვლება – არაკონსტიტუციურ ხელშეკრულებებს „ქართული ოცნება“ და ხალხი არავისთან აღარ გააფორმებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს შედეგებს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები