„22-ვე უბანი მოიგო წალენჯიხამ იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მერი „ნაცმოძრაობიდან“ იყო” – ზარქუა

“მინდა, სრულიად საქართველოს და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მადლობა ვუთხრა ნდობისთვის. ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა, რომ ერთობით, გვერდში დგომით გვეძლევა შესაძლებლობა,  კიდევ უფრო მეტად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, წალენჯიხაში 22-ვე უბანი  მმართველმა პარტიამ მოიგო.

„22-ვე უბანი მოიგო წალენჯიხამ, იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო, საკრებულო რადიკალური ოპოზიციის ხელში იყო და ამ პირობებში წალენჯიხის 22-ვე უბანი პირწმინდად მოიგო მმართველმა პარტიამ.

წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს გარდამტეხი იყო, მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, სადაც საქართველომ არჩევანი გააკეთა ომსა და მშვიდობას შორის“, – აღნიშნა  ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები