“ყველას შეუძლია, ყველაფერი გადაამოწმოს, როგორც ეს მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ” – კობახიძე

“ყველას შეუძლია, ყველაფერი გადაამოწმოს, როგორც ეს მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს აქვს შესაბამისი ნორმატიული ბაზა და ამ აპარატურის უცხოური აუდიტი უკვე ჩატარდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.

“აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ეს ცესკოს გადასაწყვეტია, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, თუ დაიდებოდა რეგისტრირებული ამომრჩევლების ბაზები, რაც მისცემდა ნებისმიერ სუბიექტს სხვადასხვა უბნის ერთმანეთთან დადარების საშუალებას. თავის დროზე, 2020 წელს, იმავეს ლაპარაკობდნენ ეს [ოპოზიციის წარმომადგენლები] ადამიანები. კარუსელი და ა.შ. – ეს იყო ყბადაღებული თემა. მაშინ ჩვენ შევქმენით საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია და შევთავაზეთ ოპოზიციას და „ენჯეოებს“ 300 უბნის გადათვლა. დალუქული უბნები იყო. ვთავაზობდით ამ ლუქების ახსნას და სათითაოდ გადათვლას. ხომ ამტკიცებდნენ, რომ იყო დუბლირებები და „კარუსელი“ – სხვადასხვა უბანზე ხმას აძლევდა ერთი და იგივე ამომრჩეველი.

ყველამ თქვა უარი. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 2020 წლის არჩევნები არ იყო გაყალბებული, თავად გააყალბეს „პივიტი“. თვითონ ყველაფერი იციან ხოლმე, ამიტომ თავი აარიდეს საგამოძიებო კომისიაში მუშაობას, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევდათ სრულად იმის აღიარება, თუ რა მასშტაბის მანიპულაცია განახორციელეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლაც ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილი. ცესკოსაც, დარწმუნებული ვარ, არ აქვს ღიაობის პრობლემა. ყველას შეუძლია ყველაფერი გადაამოწმოს, როგორც ეს მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები