ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა რუსული გვარდიის სატვირთო მანქანა დაცხრილეს

ჩეჩნეთში, გროზნოს რაიონში უცნობმა პირებმა რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას ესროლეს.

თავდაპირველად, ჩეჩენი ოპოზიციონერების გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი რუსი სამხედრო თანამშრომელი დაიღუპა. მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სამთავრობო ტელეგრამ არხმა დაადასტურა, თუმცა, მათი ცნობით, დაღუპულია მხოლოდ ერთი და დაჭრილია ერთი პირი.

გამოცემის ცნობითვე, დაცხრილული „ურალის“ სატვირთო მანქანა ურუს-მარტანში განლაგებულ რუსეთის გვარდიის 46-ე ცალკეულ ოპერატიულ ბრიგადას ეკუთვნის.

თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. მათ დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები