Reuters: პუტინი არ უარყოფს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სამხედროები გაგზავნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ უარყო ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სამხედროები გაგზავნა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მანამდე აშშ-მა განაცხადა, რომ მტკიცებულება აქვს იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 3 000 ჯარისკაცი გააგზავნა უკრაინაში შესაძლო განლაგებისთვის.
სატელიტური გამოსახულების შესახებ კითხვაზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ჯარების მოძრაობას აჩვენებს, პუტინმა უპასუხა: „გამოსახულება სერიოზული რამეა. თუ არსებობს გამოსახულება, მაშინ ისინი ასახავენ რაღაცას“.
ცნობისთვის, დღეს, უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეების პირველი ქვედანაყოფები უკვე საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებიან.