ბლინკენი: აშშ-ს არ სურს, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმამ გაჭიანურებული სამხედრო კამპანია გამოიწვიოს

შეერთებულ შტატებს არ სურს ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციებმა ლიბანში გაჭიანურებული სამხედრო კამპანია გამოიწვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ისრაელმა ქვეყანაში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დიდი შეტევა დაიწყო.

„როდესაც ისრაელი ლიბანის საზღვრის გასწვრივ ახორციელებს ოპერაციებს ქვეყნისა და მისი ხალხისთვის საფრთხის აღმოსაფხვრელად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამან არ შეიძლება გამოიწვიოს და არ უნდა გამოიწვიოს გაჭიანურებული კამპანია. ისრაელმა უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა სამოქალაქო მსხვერპლი თავიდან აიცილოს და საფრთხე არ შეუქმნას გაეროს სამშვიდობოებს, ან ლიბანის შეიარაღებულ ძალებს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მანვე დასძინა, რომ აშშ ინტენსიურად მუშაობს დიპლომატიურ რეზოლუციაზე, რომელიც საშუალებას მისცემს საზღვრის ორივე მხარეს მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები