გაერო-ს გენერალური მდივანი ღაზას, ლიბანს, უკრაინასა და სუდანს მშვიდობისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში გამართული გაფართოებული შეხვედრის მონაწილეებს მიმართა, რომ მსოფლიოს ღაზაში, ლიბანში, უკრაინასა და სუდანში მშვიდობა სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით, ყველა მძევლის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებით, ჰუმანიტარული საჭიროებების შეუფერხებლად დაკმაყოფილებით.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტით. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში, სამართლიანი მშვიდობა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა სუდანში, რომ ყველა მხარემ დაადუმოს იარაღი და მხარი დაუჭიროს გრძელვადიან მშვიდობას“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტის ბოლო დღეს გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები