ისრაელის თავდასხმას ღაზის თავშესაფარზე 17 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ცენტრალური ღაზას სექტორის სკოლაზე თავდასხმა განახორციელა, სადაც დევნილები თავს აფარებდნენ. დაიღუპა, სულ მცირე, 17 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ქალი და ბავშვი,- ამის შესახებ პალესტინის სამედიცინო ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის კი 7 ბავშვია.

დარტყმა მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელმა მიაღწია თავის მიზანს ჰამასის დემონტაჟის შესახებ და რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და ათობით ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ უახლოეს დღეებში განახლდება.

ისრაელმა ბოლო თვეებში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა სკოლებზე, რომლებიც თავშესაფრად იყო ქცეული. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამიზნეს “ჰამასის” მებრძოლები წარმოადგენენ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას შორის იმალებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები