ირაკლი კირცხალია: მოვუწოდებთ თითოეულ გულანთებულ პატრიოტს, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს საბოლოოდ გავცეთ ღირსეული პასუხი

„თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებთ, თითოეულ გულანთებულ პატრიოტს, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს და ქვეყნის მოღალატეებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს არიან სრულიად უტიფრად ამოფარებულნი თავიანთ პატრონებთან ერთად, ერთხელ და საბოლოოდ გავცეთ ღირსეული პასუხი და ღირსეულად გავიმარჯვოთ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია ყველას მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს ღირსეულად 26-ში. ასე რომ, ვთხოვ ყველას მაქსიმალურ მობილიზებას და მართლაც ქუდზე კაცი, ყველა გამოვცხადდეთ საარჩევნო ყუთებთან 26-ში ამ მართლაც, რეფერენდუმის ტოლ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი ეროვნული და ქართული აზრი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები