“პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიუხედავად მეორე მოწოდებისა, მაინც არ გამოცხადდა უწყებათაშორის კომისიაზე” – რატი ბრეგაძე

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიუხედავად მეორე მოწოდებისა, მაინც არ გამოცხადდა უწყებათაშორის კომისიაზე”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, არცერთხელ, კომისიის სხდომას არ დასწრებია არცერთი იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც ამომრჩეველი იხილავს საარჩევნო ბიულეტენზე.

“არაერთხელ დავაფიქსირე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომებს, რომ სამწუხაროდ, არცერთხელ, კომისიის სხდომას არ დასწრებია არცერთი იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც ამომრჩეველი იხილავს საარჩევნო ბიულეტენზე.

საგანგებოდ მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხს, რომ ქალბატონი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიუხედავად მეორე მოწოდებისა, მაინც არ გამოცხადდა კომისიაზე. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვს ქალბატონ პრეზიდენტს ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით. ნამდვილად არ არის დაინტერესებული საარჩევნო კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით. კომისია ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება არჩევნების დღეს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედებას და შემდგომში აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები