ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ყაზანში შეხვდნენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ყაზანში, BRICS-ის მე-16 სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
“მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლა, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები”, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
ქვეყნების ლიდერებისგან საგარეო საქმეთა მინისტრებს მიეცათ დავალება, გააგრძელონ ორმხრივი მოლაპარაკებები სამშვიდობო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების შესახებ.