ლევან იოსელიანი: ზოგადად, სახალხო დამცველის აპარატში არ არის წარმოდგენილი არცერთი განცხადება წინასაარჩევნო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით

“ზოგადად, სახალხო დამცველის აპარატში არ არის წარმოდგენილი არცერთი განცხადება წინასაარჩევნო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ომბუდსმენისთვის დარღვევებთან დაკავშირებით არ მიუმართავს.

“ჩვენ გავრცელებულ ინფორმაციაზე [პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით] მოვახდინეთ რეაგირება, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე უნდა იყოს რეაგირება. თუმცა, ჩვენთან [რომ შემოსულიყო] რაიმე ტიპის განცხადება, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს, ან ვინმე ფიზიკური პირი, რომელიც მოვიდოდა და განგვიცხადებდა ამის შესახებ, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია.

ზოგადად, სახალხო დამცველის აპარატში არ არის წარმოდგენილი არცერთი განცხადება წინასაარჩევნო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები რომ არ იყო წარმოდგენილი, ჩვენ, პერიოდულად, მივმართავდით პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ წარმოედგინათ. ამიტომ, დავიწყეთ ჩვენ თვითონ ამ გარემოს დაკვირვება და მოკვლევა იმ ფაქტების, რომელიც შეიძლება პრობლემურ ხასიათს ატარებდა. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ მოუმართავთ, განცხადება არ აქვთ წარმოდგენილი. მათი მხრიდან ამ სიჩუმემ თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მოგვცა ბიძგი, რომ ჩვენ თვითონ დაგვეწყო ამ საკითხების გამოკვლევა. კარგია, თუ თვითონ მოგვმართავენ, წარმოადგენენ მტკიცებულებებს და მათზე დაყრდნობით ჩვენ შევძლებთ, ყველა კონკრეტულ საქმეზე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია,” – აცხადებს ლევან იოსელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები