მაია ბითაძე: რადიკალების გასაგონად ვიტყვი, რომ საჯარო სამსახურებიდან არცერთი ადამიანი იძულებით არ ყოფილა წამოსული ამ შეხვედრაზე

“რადიკალების გასაგონად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სახლში და საჯარო სამსახურებიდან არცერთი ადამიანი იძულებით არ ყოფილა წამოსული ამ შეხვედრაზე”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ “ქართული ოცნების” მიერ გუშინ გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“არავის აქვს შიში, რომ ვინმეს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდებს. ამის მაგალითია ის, რომ ჩვენ საგაზაფხულო გამოსვლების დროს გვქონდა საჯარო ინფორმაცია, თავად ასაჯაროებდნენ საჯარო მოხელეები, და ეს ადამიანები კვლავ აგრძელებენ და აუცილებლად გააგრძელებენ საჯარო სამსახურში მუშაობას. იმ დროის ნაცვლად, როდესაც პირდაპირი დევნა იყო საჯარო მოხელეებზე. საჯარო მოხელე ვიყავი ბევრი წლის განმავლობაში და კარგად მახსოვს ეს როგორ კეთდებოდა”, – განაცხადა მაია ბითაძემ “რუსთავის ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები