ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ჩრდილოეთის რაიონში მდებარე ქალაქ ნაჰარიაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

“რაკეტის ნამსხვრევების შედეგად, ორმა ადამიანმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ორი კი მსუბუქად დაშავდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე, დაჰიეს და ბეირუთის რაიონებში დარტყმებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები