ვლადიმერ პუტინი – ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება მკვეთრად გაზრდილია, ახლო აღმოსავლეთი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზეა

ახლო აღმოსავლეთი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის სამიტზე განაცხადა.

„ბრძოლა, რომელიც ერთი წლის წინ ღაზის სექტორში დაიწყო, ახლა ლიბანში გავრცელდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, კრიზისი სწრაფად იზრდება, ხდება ნაკლებად კონტროლირებადი და გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებზე.

„ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება მკვეთრად გაზრდილია. ეს ყველაფერი ჯაჭვურ რეაქციას წააგავს და მთელ ახლო აღმოსავლეთს სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე აყენებს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინი მიიჩნევს, რომ ძალადობის ტალღის შეჩერება და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია მხოლოდ უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების განხორციელებითაა შესაძლებელი, რომლებიც ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, ძალადობის მანკიერი წრე არ დაირღვევა.

პუტინის თქმით, ყაზანში, BRICS-ის სამიტზე, მონაწილეებთან ახლო აღმოსავლეთის საკითხები და რეგიონში კრიზისის მოგვარების გზების ძიება აქტიურად განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები