ანკარაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, სტამბოლის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ანკარაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ სტამბოლის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტამბოლისა და საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტებში შესასვლელებსა და გასასვლელებში ამოწმებენ მანქანებს, გამკაცრდა მგზავრებისა და ბარგის შემოწმება.

გიოქჩენის აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს აფრთხილებს, რომ ფრენამდე სამი საათით ადრე გამოცხადდნენ ადგილზე, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი შემოწმების გამო რეისზე დაგვიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები