მიხეილ სარჯველაძე: მაქვს მოლოდინი, რომ 60 პროცენტზე მაღალიც იქნება საზოგადოების მხარდაჭერა

“მაქვს მოლოდინი, რომ 60-ზე მაღალიც იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. არც დრო მქონია და არც სურვილი გამჩენია ხელისუფლების გადაბარება აქტუალურად დამდგარიყო დღის წესრიგში. ამის მოლოდინი არ მაქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობებით, სამართლებრივი ბაზით, სამართლებრივი პრაქტიკით არასდროს საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც ის არის დღეს.

“მაქვს მოლოდინი, რომ 60-ზე მაღალიც იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, არც დრო მქონია და არც სურვილი გამჩენია არასდროს მეფიქრა იმაზე, რომ ხელისუფლების გადაბარება აქტუალურად დამდგარიყო დღის წესრიგში. იმიტომ, რომ ამის მოლოდინი არ მაქვს.

საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობებით, სამართლებრივი ბაზით, სამართლებრივი პრაქტიკით არასდროს საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან ასე ახლოს არ ყოფილა, როგორც ის არის დღეს. ამაში მარწმუნებს თითოეული ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხორციელებაშიც მე თვითონ ვმონაწილეობდი. ზუსტად ვიცი, როგორი იყო ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით პროგრესი. არცერთ სხვა კანდიდატ სახელმწიფოსთან შედარებით, განსაკუთრებით ეს ეხება უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს არ აქვს ნაკლები გაკეთებული ევროინტეგრაციის მიმართულებით. მერწმუნეთ, ამაზე კონკრეტული, გაზომვადი კრიტერიუმებით შეიძლება საუბარი. საქართველო დღეს ყველაზე ახლოსაა, ისტორიულ პიკზე იმყოფება ევროკავშირთან სტანდარტები დაახლოების მიმართულებით. სხვა საკითხია ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამის აღქმა და დანახვა. იქნება ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები