ევროკავშირმა უკრაინას 35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური სესხი დაუმტკიცა

Ukrainian Flag is raised at the EP building in Brussels

ევროკავშირის საბჭომ, წერილობითი პროცედურით, უკრაინას 35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური სესხი დაუმტკიცა.

„წერილობითი პროცედურის წარმატებით დასრულების შემდეგ, დღეს საბჭომ მიიღო უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს 35 მილიარდ ევრომდე ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას და აგრეთვე, საკრედიტო თანამშრომლობის საშუალებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირისა და G7-ის მიერ გამოყოფილი, ჯამში 45 ევროს ოდენობის კრედიტის სესხის დაფარვაში დაეხმარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები