სვიმონ ჯანგულაშვილი: ,,ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობა და მათ შორის მეც იმის გამო, რომ ისინი არიან ჰუმანისტები

,,ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს”, – ამის შესახებ „ქართულის“ თანადამფუძნებელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ამ პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობა და მათ შორის მეც იმის გამო, რომ ისინი არიან ჰუმანისტები. რა თქმა უნდა, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს. ისინი არიან საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის მშრომელები და იმავდროულად ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დამცველები. მით უმეტეს, დღეს, როდესაც გარშემო ასეთი ომი და არეულობა არის, ეს ძალა აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც გადაბმული მშვიდობის მრავალწლიანი ეტაპი მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.

მეორე მხარეს სამწუხაროდ, არიან მკვლელები, ხალხის მწამებლები, სადისტები, ადამიანები, ვინც ძალაუფლების გამო მზად არიან, ილია ჭავჭავაძის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ბეზღობა, ცილისწამება გაუწიონ საკუთარ სამშობლოს, მოიმხრონ უცხოეთიდან ძლიერნი, ვისაც შეუძლია ზემოქმედება ჩვენი ქვეყნის ბედზე. ოღონდ თვითონ დაიბრუნონ ძალაუფლება, ოღონდ ჩვენი ქვეყანა ისევ გახდეს მათი სახრავი, ამის გამო ისინი მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ”, – განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები