დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამ ავადსახსენებელ „ნაცმოძრაობასთან“ და თავიანთ მოკავშირეებთან ერთად ასევე სიძულვილის ხანა დასრულდება – ზურა მანჯავიძე

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამ ავადსახსენებელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და თავიანთ მოკავშირეებთან ერთად საქართველოში მათი ერა კი არ დამთავრდება და დასრულდება მხოლოდ, დასრულდება ასევე სიძულვილის ხანა, – ამის შესახებ „ქრონიკასთან” მომღერალმა ზურა მანჯავიძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში „ქართული ოცნების” ღონისძიებას ესწრება.

“დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამ ავადსახსენებელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და თავიანთ მოკავშირეებთან ერთად საქართველოში მათი ერა კი არ დამთავრდება და დასრულდება მხოლოდ, დასრულდება ასევე სიძულვილის ხანა. რამენაირად გამოვნახავთ აუცილებლად ენას იმ ადამიანებთან, ვინც, ჩემი აზრით, დღეს ლოზუნგებს ამოფარებულ ტყუილებში ცხოვრობენ. ის, რომ ვერასდროს სადისტების ეპოქა ვერ დაბრუნდება საქართველოში, ამის გარანტიას იძლევა ის ხალხი, ვინ დღეს აქ არის და ის ხალხი, ვინც აუცილებლად აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესში, მივლენ და შემოხაზავენ მხოლოდ და მხოლოდ ღირსებას, მხოლოდ და მხოლოდ კეთილდღეობას, ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა ზურა მანჯავიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები