კალაძე – მხარდამჭერებს: თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც, ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშობლო სამშვიდობოს

“დღეს ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული და რეალობის დანახვა ვერ, ან არ შეუძლიათ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს.

“თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშობლო სამშვიდობოს”, – მიმართა კალაძემ მხარდამჭერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები