სოზარ სუბარი: ამდენი ხალხი, რაც დღესაა შეკრებილი, ასეთი ერთსულოვნება ქართველი ხალხის არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ და ეს ერთსულოვნება იქნება ზუსტად ის, რაც გაიმარჯვებს ქვეყნის მტრებზე

ხალხის სიმრავლითა და ერთსულოვნებით თბილისის დღევანდელ აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი 2012 წლის მასშტაბურ გამოსვლას ადარებს. როგორც მან განაცხადა, ეს სიმრავლე იქნება იმის გარანტია, რომ საქართველო გაიმარჯვებს.

„თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო და ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება აუცილებელია. აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს და არა ქვეყნის გარედან ისინი, ვისაც ჩვენი ბედი არ აინტერესებთ.

„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს,” – ეს იყო ილია ჭავჭავაძის ლოზუნგი და ამ იდეას, მოწოდებას მივყვებით დღეს.

ამდენი ხალხი, რაც დღესაა შეკრებილი, ასეთი ერთსულოვნება ქართველის ხალხის არ მახსოვს არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ და ეს ერთსულოვნება იქნება ზუსტად ის, რაც გაიმარჯვებს ქვეყნის მტრებზე,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები