“როდესაც არჩევანი დგას დემოკრატიულ განვითარებასა და ავტოკრატიულ წარსულს შორის, შეუძლებელია, გონიერმა ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს” – რატი ბრეგაძე

“ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამომრჩეველს, რომ არჩევანი დღეს ისეთი მარტივია, როგორც არასდროს – რადგან ის არის სრულიად უალტერნატივო”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

“სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც არჩევანი დგას ფუნდამენტურ ღირებულებებს – სიკეთესა და ბოროტებას შორის, ადამიანმა არ გააკეთოს არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ; როდესაც არჩევანი დგას დემოკრატიულ განვითარებასა და ავტოკრატიულ წარსულს შორის, შეუძლებელია, რომ გონიერმა ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს; როდესაც საუბარია სიმართლესა და სიცრუეს შორის ბრძოლაზე, ყოველთვის იმარჯვებს სიმართლე და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

მეორე მხარეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, ადამიანების გაერთიანება, რომელთაც ოფიციალურად აქვთ ფული გადახდილი იმაში, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. ეს ყველაფერი ჩვენ ფაქტებით ვაჩვენეთ მოსახლეობას”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები