უკრაინაში რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტები დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა პოლიციამ აღკვეთეს ტერორისტული აქტი კიევში, რომელიც დაგეგმილი იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დღეს უკრაინის სპეცსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ორი რუსი აგენტი, რომლებსაც უნდა მოემზადებინათ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და იგი უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას აეფეთქებინათ.

კონტრდაზვერვის მონაცემებით, მტრის მიზანი იყო კიევის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რიცხვის მაქსიმალურად გაზრდა, რათა მოქალაქეებში პანიკა გავრცელებულიყო.

ერთ-ერთი აგენტი რუსეთის დაზვერვის მიერ გადაბირებული, ზაპოროჟიეს 20 წლის მკვიდრი ქალი იყო. მან რუსული მხარისგან ასაფეთქებელი მოწყობილობის და ტერაქტისთვის აუცილებელი სხვა მოწყობილობების დამზადების დეტალური ინსტრუქცია მიიღო.

ბოროტმოქმედები მაშინ დააკავეს, როდესაც უკრაინის ქვეითთა საბრძოლო მანქანის დაწვას ცდილობდნენ. მათი ჩხრეკისას მობილური ტელეფონები ამოიღეს, სადაც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შემცველი ინფორმაცია ინახებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები