დავით დარჩიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწრთვნელი ბაზის განთავებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.
დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება დამადასტურებელია იმისა, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა არაკოორდინირებული და არათანმიმდევრულია.
„ლავროვის განცხადება დამადასტურებელია იმისა, თუ რა სჭირს საქართველოს ხელისუფელბას, რომ საგარეო პოლიტიკაში არის არათანმიმდევრული და არაკორდინირებული. სირიის ამბოხებულების საწრთვნელი ბაზის განთავებასთან დაკავშირებით მთავრობის ნაწილი ერთს ამბობს, მეორე კი უარყოფს. ბოლოს, როგორც ეჭვი არსებობდა რუსული ხელიც ჩნდება, რუსეთს რა უნდა იმის მიხედვით მერყეობს ხელისუფლება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის განთავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის გადაწყვეტილება, თუ მას მიიღებდნენ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. უწყების განცხადებით, გარდაუვალი იქნებოდა უარყოფითი შედეგბი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში, რომელიც ამ დროსათვის წარმატებით მიმდინარეობს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვმა უკვე იცის პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფის შესახებ და ამ საკითხზე დაკვირვებას მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები