“ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით” – ლაშა ბექაური

“ქართული ოცნების” მხარდამჭერ ღონისძიებაზე, ბარათაშვილის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას შორის არის ქვეყნის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური. როგორც ის აღნიშნავს, არის იქ, სადაც ქართველი ხალხია.

“რასაც მე ცხოვრებაში ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის. ეს არის ის ადგილი, სადაც მე უნდა ვიყო. ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით. ამ გზას მივყვები ჩემს ცხოვრებაში”, – ამბობს ბექაური.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეებს მმართველი გუნდის წევრები სიტყვით მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები