რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა.

მისი თქმით, მმართველი პარტია სწორ აქცენტებს აკეთებს და მას მხარს უჭერს

„მე უბრალოდ როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. ვთვლი, რომ უნდა დავიცვა ოჯახური ღირებულებები, მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, – განუცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქრონიკას“.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები