ზელენსკი: ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივი შეწყვეტა ომის ცხელი ეტაპის დასრულებას გამოიწვევს

ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივი შეწყვეტა შეიძლება, ომის ცხელი ფაზის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი და კიევი ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე თუ შეთანხმდებიან, ეს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე საჰაერო თავდასხმების შეწყვეტამ შესაძლოა, მოლაპარაკებებს გზა გაუხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები