გია ვოლსკი: საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა

მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არა თუ გაგრძელდება, არამედ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა.

,,ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს ისეთი თანხა, რამაც საქართველოს ინტერესები შეიძლება გადაწონოს, დე ფაქტოდ დაყადაღებულ თანხებთან დაკავშირებით მის ნათქვამს სხვაგვარი ინტერპრეტაცია ვერ ექნება.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება, სასაუბროდ დაჯდე მაშინ, როდესაც შენი ფინანსური რესურსი დე ფაქტოდ დაყადაღებულია, რადგან არავინ ჩათვალოს, რომ ფულზეა საუბარი და ფულის საკითხის განხილვა მიდის, რომ არავინ ფულზე ლაპარაკი არ დაუშვას. ბიძინა ივანიშვილმა თქვა ეს და გადმოთარგმნეთ ისე, რომ ვინმეს ფულის გამო არ შეხვდა. როდესაც ჩვენ შორის რაღაც თემაა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, არ შეიძლება, დავსხდეთ და სახელმწიფო ურთიერთობების საკითხებზე ვილაპარაკოთ, მაშინ როდესაც ჯიბეში გიდევს გარკვეული მექანიზმი, რითაც ზემოქმედებას ახდენ. მე და თქვენ თუ ერთმანეთს ვხვდებით და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვურთიერთობთ, ეს ვერასდროს შედგება, როდესაც თქვენ ისეთი თემა გაქვთ, რითაც ჩემზე გავლენის მოხდენის რესურსი გაგაჩნიათ. საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არა თუ გაგრძელდება, არამედ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები