“შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო ყოველთვის შეინარჩუნებს მშვიდობას და ამ მშვიდობის მთავარი გარანტი „ქართული ოცნებაა“ – მაჭავარიანი

“შევიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, საქართველო ყოველთვის შეინარჩუნებს მშვიდობას და ამ მშვიდობის მთავარი გარანტი „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოება შეიკრიბება იმისთვის, რომ უარი თქვას გარყვნილების პროპაგანდაზე და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ მხოლოდ “ქართული ოცნებაა” იმისი გარანტი, რომ ჩვენი ტრადიციები, კულტურა იდენტობა, მუდამ იქნება შენარჩუნებული. შევიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვანახოთ გარე ძალებს, რომლებიც ასე უხეშად ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში იმისთვის, რომ რადიკალური აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიცია მოაბრუნონ მთავრობაში, რომ ამის არანაირი რესურსი და შანსი არ გააჩნიათ. შევიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ მივდივართ ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ხვალ, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები