გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გუშინდელმა ინტერვიუმ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გუშინდელმა ინტერვიუმ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

ამასთან, მიქანაძის თქმით, ყველამ იცის, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება.

„რაც შეეხება არეულობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია 26 ოქტომბრისთვის არ ემზადება. ისინი ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგად დაინახეს თუნდაც 20 ოქტომბერს, რომ ძალზედ შემცირებულია მათი მხარდამჭერების რიცხვი“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები