“ტექნიკური მთავრობის და პრემიერის დასახელება ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რადგან იცის, რომ საზოგადოებაში არ არის პოპულარული სისხლიანი ხელებით მოსული, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” რენომე” – ვოლსკი

“ტექნიკური მთავრობის დასახელება – ისევე, როგორც პრემიერის დასახელება, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა იქიდან გამომდინარე, რომ თავადაც კარგად იცის – საზოგადოებაში არ არის პოპულარული სისხლიანი ხელებით მოსული, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” რენომე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციასთან სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციებს აფასებს.

“იდეა, რაც იმ ქარტიაშია მოცემული, რომ ამას სალონე ზურაბიშვილი იღებს ხელში, რომელსაც ამ სისხლთან, დანაშაულებთან კავშირი არ ჰქონია, არის სტრატეგიული გეგმის ნაწილი. მე ვფიქრობ, ქარტიის წევრების შიდა დაპირისპირებაც გათამაშებული სცენარია”, – აღნიშნავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები