გარდაიცვალა ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც ერდოღანის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა

ყოფილი ისლამური მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა,- ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

მედიის ცნობით, ის ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიულენი 2016 წელს გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა,რასაც მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი დაშავდა.

„გიულენმა მძლავრი ისლამური მოძრაობა შექმნა თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ბოლო წლებში კი, ბრალად ედებოდა თურქეთის ლიდერის, ერდოღანის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის ორკესტრირება. თუმცა, ის ბრალდებებს უარყოფდა“, – წერს Reuters.

აღსანიშნავია, რომ წარსულში, გიულენი და ერდოღანი მოკავშირეები იყვნენ, თუმცა 1999 წელს მათ შორის უთანხმოება მოხდა. ამავე პერიოდში, გიულენი აშშ-ში სამკურნალოდ გაემგზავრა და მას შემდეგ თურქეთში აღარ დაბრუნებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები