“თუ დამტკიცდა, რომ გახარია თანამდებობიდან სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით გადადგა, მის გვერდით მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები” – ვოლსკი

“თუკი დამტკიცდა, რომ გიორგი გახარია პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ სახელმწიფოსთვის ზიანი მიეყენებინა, რასაკვირველია, მის გვერდში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, “არჩევნების შემდეგ ღალატის ფაქტები შეიძლება დაიდოს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება, ეს ღალატის კოლექტიური დანაშაული იყოს ან – უმეცრება”.

“ანალიზის უნარი არ გააჩნია ადამიანს, ვინც იტყვის, რომ გიორგი გახარიას თავისი ქმედებებით ხელისუფლების ჩამოშლა არ უნდოდა და “ნაცმოძრაობას” ხელს არ უწყობდა. რაც გიორგი გახარიამ გააკეთა და რასაც გადადგომამდე აკეთებდა, არის მოთხრობა იმის თაობაზე, თუ როგორ ღალატობს პიროვნება არა კონკრეტულ გუნდს, არამედ ქვეყანას. სწორედ გახარიამ განაცხადა მოულოდნელად, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ხელი არ უნდა შეახოს”, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები