“ჩვენ რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის თავქარიანი რჩევებისთვის დაგვეჯერებინა, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი” – პაპუაშვილი

“უნდა გვახსოვდეს, ჩვენ რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის თავქარიანი რჩევებისთვის დაგვეჯერებინა და სანქციები დაგვეწესებინა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს მონაცემებს, სადაც აღნიშნულია, რომ 9 თვეში ბიუჯეტში დაგეგმილზე 755 მილიონი ლარით მეტი შევიდა.

“არ იქნებოდა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი.

სამაგიეროდ, გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები