რუსეთმა სუმის ოლქს დრონებით შეუტია, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

დილით რუსებმა სუმის დაბომბვა განაგრძეს და საცხოვრებელ კორპუსსა და ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ამ თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წუხელ სუმის ოლქში Shahed-ის ტიპის 25 დრონი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები