კუბას თავს ქარიშხალი დაატყდა – არის მსხვერპლი

კუბას თავს ქარიშხალი “ოსკარი” დაატყდა, რომელსაც, სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქარიშხალი კუნძულს კვირას დაატყდა თავს და ორშაბათს ტროპიკული შტორმის სახით აღმოსავლეთ სანაპირო გადაიარა, რასაც თან ახლდა ქარი და ძლიერი წვიმა.

სტიქიის შედეგად კუბის უდიდესი ელექტროსადგური ჩამოინგრა, რამაც მთელი ქსელი გაანადგურა და ქვეყანაში 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია დედაქალაქ ჰავანაში, თუმცა ქვეყნის სხვა რეგიონებში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უშუქობაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები