მეცოლა – სანდუს: თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა

მადლობა, მაია სანდუ. თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე წერს.

მეცოლა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოლდოვა არის ევროპა.

“ყოჩაღ, მოლდოვა. მადლობა თქვენი სიმამაცისთვის. მადლობა, მაია სანდუ. თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა. ევროპა არის მოლდოვა. მოლდოვა არის ევროპა. ჩვენი მომავალი ერთად დაიწერება”, – წერს მეცოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები