მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: იციან, რომ ის რეიტინგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის რეალური და ისინი განწირულები არიან ძალიან დიდი დამარცხებისთვის

“მათ იციან, რომ ის რეიტინგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც არის 60%-ის ფარგლებში, ეს არის რეალური რეიტინგი და ისინი განწირულები არიან ძალიან დიდი დამარცხებისთვის, “ქართული ოცნება” მოიგებს ძალიან დიდი ანგარიშით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“დამერწმუნეთ, რომ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ, მიუხედავად მაგისაო, გაწვდითო გაიდლაინს თუ როგორ უნდა გადაიყვანოთ საპროტესტო აქციები სამოქალაქო დაპირისპირებაშიო. ამას ემსახურება მთლიანად მათი დღის წესრიგი, იმიტომ, რომ იციან, ბოლო შანსი აქვთ, უკაცრავად ჟარგონისთვის და მათი ბოლო გაფართხალებაა, ყველანაირი რესურსი შემონახული აქვთ სწორედ 26 ოქტომბრისთვის და ფაქტობრივად არც ველზე არ მუშაობენ, არც ამომრჩევლებს ხვდებიან, არაფერი წარმოუდგენიათ არც საარჩევნო პროგრამის ფარგლებში,” – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები